უბედური შემთხვევა გორში – ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაგლიჯა

0
699

უბედური შემთხვევა მოხდა გორში. ქალაქის ცენტრალურ პარკში მოწყობილ ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცი დაასახიჩრა. თვითმხილველების განცხადებით, გია ჯაფარიძემ დამცავი ბარიერი გადალახა და დათვს დაუშვებლად მიუახლოვდა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 60 წლის მამაკაცს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება,  თუმცა ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, პირველადი სამედიცინო დახმარება დაშავებულს ცენტრალური პარკის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

 

 

 

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here