შსს-მ ყაზბეგში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა

0
703

სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 27 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში აიყვანეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული 2014 წელს აღიარებული იქნა ე.წ. კანონიერ ქურდად. დაკავებულს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა.

ბრძოლის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სტეფანწმინდის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს.

 

 

 

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here