7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა

0
800

საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა. საქართველოს პრემიერმინისტრის ინფორმაციით, საბჭოს წევრები თბილისში 7-8 სექტემბერს ჩამოვლენ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და ნატო-ს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება.

„ვიზიტის ფარლებში შესაძლებელი იქნება განხილული იქნას ვარშავის სამიტის შედეგების იმპლემენტაციის საკითხები. ვფიქრობთ, რომ სამხედრო რეფორმების გარდა განხილული იქნება ის მიღწევები, რომელსაც ქვეყანამ დემოკრატიის განვითარების და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიაღწია.

ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ჩრდილოატლანტიკური საბჭო არის უმაღლესი ორგანო, რომელიც იღებს ალიანსში გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი, რაც არის საქართველოს მიერ მიღწეული შედეგებისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის დადასტურება.

 

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here