ალეკო ელისაშვილი – დავით ნარმანიას ბოლო რჩევას ვაძლევ ცხოვრებაში – თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა

0
767

თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნაზე და გუშინ მერიაში მომხდარ ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით,  სჯობს დავით ნარმანიამ თანამდებობა თავისი ნებით დატოვოს.

”გუშინ იყო ბოლო წვეთი და მეც მივიღე გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ უხერხულია ნარმანია თბილისის მერის თანამდებობაზე დარჩენს. ადამიანი, რომელიც 2 წელი თავს ვერაფერს აბამდა, ვერაფერს აკეთებდა, ამას კიდევ ვითმენდით. ქალაქი ინერციით მიდიოდა. გუშინ საკუთარ კაბინეტში გაყოყოჩებული მაამებლებით გარშემორტყმული უცებ ძველბიჭად და უზრდელად მოგვევლინა და ახალგაზრდა გულანთებულ სტუდენტს აყენებდა შეურაცხყოფას. ამდენად, ყველაფერთან ერთად არის უზრდელი. ნარმანიას ბოლო რჩევას ვაძლევ ცხოვრებაში, რომ თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, იგი საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მიერ ინიცირებულ პროცედურაზე, რომელიც  თბილისის მერის გადაყენებაზე ხემოწერების შეგროვებას გულისხმობს, ხელს მოაწერს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, დავით ნარმანიამ მერიაში გუშინ მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას,  ასევე სამარცხვინო მმართველობის გამო.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here