ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ოფიციალურად დღეს გასაჯაროვდება

0
710

უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორ გავრცელდა აბიტურიენტების საგამოცდო შედეგების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ერთი დღით ადრე,  არც განათლების სამინისტრო და არც გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ.

შეტყობინება ასობით ახალგაზრდამ შედეგების საბოლოო შეჯამებამდე მიიღო. იმ შემთხვევაში თუ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე მონაცემები შეიცვალა, აბიტურიენტთა ნაწილი მის გასაჩივრებას გეგმავს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 11.30 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშივილი ბრიფინგს გამართავს.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here