იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა

0
671

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-მდე გაიზარდა. რამდენიმე ათასი მაშველი და მოხალისე ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გადარჩენას
მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.

ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებიდან, რომელშიც 70 ტურისტი ცხოვრობდა, მხოლოდ 7 არის ამ დროისთვის ამოყვანილი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წუხანდელი ღამე კარვებში გაატარა. მაშველებმა ღამით, ფანრების შუქით იპოვეს და ნანგრევებიდან ამოიყვანეს 10 წლის გოგონა, რომელმაც სახლის ნანგრევების ქვეშ 17 საათი გაატარა. ამ დროისათვის 400-მდე ადამიანია ჰოსპოტალიზირებული.

ქალაქ ამატრიჩეში იტალიის პრემიერმინისტრი ჩავიდა და სამძებრო სამუშაოებში ჩართულ მაშველებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

იტალიის ხელისუფლებამ დაზარალებულ რეგიონში მიმდინარე სამუშაოებისთვის 265 მილიონი ევრო გამოყო

ბოლოს იტალიაში მიწისძვრა  2009 წელს მოხდა, რომლის დროს 300 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე დამაგრეველი მიწისძვრა კი 1908 წელს, სიცილიაზე მოხდა. მაშინ სტიქიამ 80,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here