ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი დღეს ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს

0
762

ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს სამი დღით კეტავს – მიზეზი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავია.

განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრეს სამსახურმა გააკეთა.

ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვას ცხინვალი უსაფრთხოების ზომებით ხსნის. რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების მერვე წლისთავს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ხვალ აღნიშნავენ.

 

ადმინისტრაციული საზღვარი 27 აგვისტოდან, დილის 7:00-დან გაიხსნება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here