გერმანიის ქალაქ ლუკენვალდეს მერმა მერიის სტაჟიორი სამსახურიდან თავსაბურავის ტარებისთვის გაათავისუფლა.
გერმანული მედიის ცნობით, აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქის მერის, ელიზაბეტ ჰერცოგ-ფონ დერ ვეიდეს თქმით, თავსაბურავის ტარება მერიის ნეიტრალობას არღვევს.
“მე ვერ მოუძებნე მას შესაფერისი ფუნქცია მერიაში მას შემდეგ, რაც უარი თქვა თავსაბურავის მოხსნაზე. ისლამური თავსაბურავი რელიგიური ფანატიზმის გამომხატველია”, – განაცხადა მერმა.
ქალაქ ლუკენვალდეს მერის გადაწყვეტილებას გერმანიის „ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში“ არაკანონიერი უწოდეს და განაცხადეს, რომ ტანსაცმელი და ცალკეული ნივთები არ შეიძლება რელიგიურ ნიადაგზე ცენზურას დაექვემდებაროს.
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=11381