იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

0
1119

იტალიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ოთხშაბათს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს მიაღწია. დაშავებულია 365 მოქალაქე.

6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ცენტრალურ იტალიაში ოთხშაბათ დილით მოხდა. დაინგრა ეპიცენტრთან მდებარე პატარა ქალაქები და სოფლები.

იტალიური მედიის ცნობით, ნანგრევებიდან ხალხის გადასარჩენად 5 000 მაშველი მუშაობს. იტალიის პრემიერ მინისტრნა მატეო რენზიმ, დანგრეული ქალაქების ასაშენებლად 50  მილიონი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა.