პრეზიდენტი და პირველი ლედი ქართველ ოლიმპიელებს უმასპინძლებენ

0
1106

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პრეზიდენტის სასახლეში დღეს რიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებს უმასპინძლებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საზეიმო მიღება პრეზიდენტის სასახლეში 17:00 საათზეა დაგეგმილი.

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.
ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.