გერმანელმა ჟურნალისტებმა თურქი კოლეგების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

0
766

გერმანიაში მწერლებმა და ჟურნალისტებმა თურქი კოლეგების მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერებით ისინი,  თურქეთში აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის მოთხოვნით გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსა და ევროკომიისის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს მიმართავენ. 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ასობით ინტელექტუალი და ჟურნალისტი დაწყებული გამოძიების სამიზნე გახდა. როგორც ცნობილია, თურქეთში დღეს დღეობით 104-მდე ჟურნალისტი პატიმრობაში იმყოფება.

გერმანული გაზეთის Deutsche Welle-ს ინფორმაციით, საერთაშორისო მწერალთა ასოციაცია PEN-ის გერმანიის ფილიალმა, გერმანელმა გამომცემლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშე″, -დაიწყეს.

Change.org ვებგვერდზე, ″ქალბატონო მერკელ, ბატონო იუნკერ: თურქეთს აზრის გამოხატვის თავისუფლება მოსთხოვეთ″ სათაურით პეტიცია გამოქვეყნდა. ხელმომწერები ფედერალური მთავრობის და ევროკომისიისგან თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ. ასევე ითხოვენ, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლების მოთხოვნა უკომპრომისოდ და გარიგებების გარეშე მოხდეს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here