გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

0
781
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  სამი ფედერალური მიწის: საქსოონის, ჰესენის და ბადენ-ვიურტენბერგის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრებზე საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის სამივე ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ეს გიორგი მღებრიშვილის მეორე სამუშაო ვიზიტია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. პირველი სამუშაო ვიზიტის დროს, რომელიც 2016 წლის მარტსა და აპრილში განხორციელდა, საქართველოს შს მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს და გერმანიის დეფერალური მიწების: ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here