წყალდიდობა ინდოეთში

0
1209

წყალდიდობის შედეგად  ინდოეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 მიაღწია. არ არის გამორიცხული ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ძლიერმა წვიმებმა მდინარე განგის ადიდება გამოიწვია, რის გამოც 200 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა თავი ჰუმანიტარული ბანაკებისთვის შეეფარებინა.  წყალდიდობის შედეგად სულ ხუთი შტატი დაზარალადა.

წვიმების სეზონი ინდოეთში ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, თუმცა წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით უხვ ნალექიანი აღმოჩნდა.