ლევან სამუშიამ ზაჰესის დასახლებაში მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა

0
634

ლევან სამუშია ზაჰესის დასახლებაში  მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  ზაჰესის მოსახლეობა ქალაქის მერიიდან და არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებისგან სრულიად მიტოვებულია და აწუხებთ მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემა.

ლევან სამუშიას თქმით, ზაჰესის დასახლების ქუჩებზე არ არის საკანალიზაციო გაყვანილობები. ასევე მოსახლეობას აწუხებს საგზაო პრობლემები  და საჭიროების შემთხვევაში,  გამოძახების დროს  ვერ მიდის სასწრაფო დახმარება.ასევე არ არის კორპუსებში ლიფტები.

ზაჰესის  დასახლებაში მცხოვრებლების თქმით, მათ მრავალჯერ მიმართეს მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე თბილისის მერიას, თუმცა მათი პრობლემები კვლავ გადაუჭრელია.

„თავისუფალი დემოკრატების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი  ლევან სამუშია მოუწოდებს „თბილისის მერიას, ასევე გამგებელს, დროულად გამოფხიზლდნენ და დაინტერესდნენ მოქალაქეების პრობლემებით“.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here