მატიას ფეკლი – ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ტრანსატლანტიკური ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი უნდა შეჩერდეს

0
954

ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ტრანსატლანტიკური ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდი უნდა შეჩერდეს, – ტელეკომპანია „BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა მატიას ფეკლმა გააკეთა.

„სექტემბრის ბოლოს ბრატისლავში ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაზე, მე, საფრანგეთის სახელით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას მოვითხოვ“, – განაცხადა მატიას ფეკლმა.

მინისტრის მოსაზრებით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი „კარგ საფუძველზე“ უნდა დაიწყოს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ 3-წლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, ამ მოლაპარაკებებს გამოკვეთილი პერსპექტივა არ აქვს. გერმანიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნულის მთავარ მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის მხრიდან სიფრთხილისკენ მოწოდება დაასახელა.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2013 წლის 9 ივლისს ვაშინგტონში შედგა. პირველადი შეფასებებით, შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს დამატებით 13 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნაში დაეხმარება.