გაერომ ბურკინის ტარებაზე აკრძალვის გაუქმების შესახებ საფრანგეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ ვილნევ-ლუბეში გაუქმდა.
“დადგენილება, რომელიც სანაპიროზე ბურკინის ტარებას კრძალავს, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. აღნიშნული გადაწყვეტილება პირიქით, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შესაძლებლობას ამწვავებს და საფრანგეთში მუსლიმების სტიგმატიზაციას უწყოს ხელს,”- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის უწყების წარმომადგენელმა რუპერტ კოლვილმა.
კოლვილმა საფრანგეთის სხვა სანაპირო ქალაქებს აღნიშნული აკრძალვის გაუქმებისკენ მოუწოდა.
უფლებათდამცველების ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საფრანგეთის სანაპირო ზოლში ბურკინის ტარებისთვის 10 ქალი დააჯარიმეს.