დაკარგული სამხედროები

0
748

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტი გონიოში წვრთნების დროს დაკარგული სამხედროების მოსაძებნად, სპეციალური ჯგუფის შექმნას სთავაზობს.

დავით ნიკოლეიშვილი ჩატარებულ სამძებრო ღონისძიებებს აკრიტიკებს და ფაქტს, რომ ორი კვირის განმავლობაში სამხედროების პოვნა ვერ მოხერხდა თავდაცვის სამინისტროს სირცხვილს უწოდებს.

„ეს დიდი სირცხვილია საქართველოსთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ  სპეცრაზმის სამხედროები, ასეთ დაბალ სიღრმეში ვერ იპოვეს. სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქნას, აქ შევიდეს ჩვენი ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ოკენოგრაფები და მეთევზეები. თუ ამ ადამიანების მხარდაჭერა გვექნება, ჯგუფს შეუძლია ეს ზონა შევისწავლოთ და ზუსტად გეტყვით ამ ზონაში ეს ბიჭები არიან თუ არა,“-  აცხადებს საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ნიკოლეიშვილმა.

ჟურნალ არსენალის რედაქტორი, სამხედრო მიმომხილველი თემურ ჩაჩანიძე კი ამბობს, რომ ძებნის დროს ბევრი რამ დაგვიანებით გაკეთდა. მისივე განცხადებით, არსებულ ეტაპზე ზღვის ფსკერის მუდმივი ცვალებადობის გამო, სამხედროების პოვნა ძალიან გართულდება.

განცხადება სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებთ კიდევ ერთხელ გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიას თქმით, სამძებრო სამუშაოები ტექნიკური თვალსაზრისით გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მისივე განმარტებით, გონიოში დაკარგულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ლევან იზორია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here