თბილისს გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია ეწვევა

0
802

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თბილისში გერმანიის დელეგაციას შეხვდება, რომელსაც ბუნდესტაგის დეპუტატი კლაუს-პეტერ ფლოსბახი ხელმძღვანელობს. შეხვედრა  31 აგვისტოს არის ჩანიშნული.

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს გერმანიის ბუნდესტაგის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის” (IPS) პროგრამისათვის მონაწილეთა შერჩევა წარმოადგენს.

,,სტიპენდიის ფარგლებში, მსოფლიოს 41 ქვეყნიდან 120 სტიპენდიატს 2017 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის ბუნდესტაგში. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. სტიპენდიატები სამი თვის განმავლობაში იმუშავებენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას,”- აცხადებენ საელჩოში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამას პატრონაჟს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე უწევს  და ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here