საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

0
685

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე ვარშავაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დავით უსუფაშვილი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალურ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტში. უსუფაშვილის განცხადებით, სამიტზე ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ორდღიან სამიტს 13 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება.

„სამიტზე ვიმსჯელებთ ევროპის მომავალზე. ეს არის პოლონეთის ინიციატივა, რომ ევროპა დავინახოთ არა მხოლოდ ევროკავშირის საზღვრებში, არამედ მის კულტურულ და პოლიტიკურ საზღვრებში.  სექტემბრის შუა რიცხვებში უკვე ბრიუსელში ჩატარდება ევროსაბჭოს ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა და გვინდა, გვქონდეს შეჯერებული პოზიციები თუ როგორ უნდა დაიცვას ევროპამ უკეთ ღირებულებები, საზღვრები, ქვეყნები, მოქალაქეები იმ საფრთხეებისგან, რაც ყველას ერთად გვაქვს. ეს არის საფრთხეები, რომელიც მოდის რუსეთიდან, ტერორიზმისგან, რადიკალური, მარგინალური პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომლებიც სამწუხაროდ საქართველოშიც მომრავლდნენ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here