31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ გამოცხადდა

0
722

დღეიდან 31 აგვისტო საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებითქართველი მშვიდობისმყოფელის დღედ ცხადდება, ამის შესახენ ინფომაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 17 წლის წინ, 1999 წელს, პირველი ქართული ქვედანაყოფი კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სწორედ ამ დღეს გაემგზავრა. დღეს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია კოსოვოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და ქართველი მშვიდობისმყოფელის დღის დაწესებას მიულოცავს.

სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირველი ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოების ცერემონიაც.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here