სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განცხადებით, მესტიის რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი წყვეტა მათი მიზეზით არ მომხდარა. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს.
„31 აგვისტოს, 15:03 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთით შეუწყდა მესტიის რაიონს მთლიანად, დაახლოებით 3500 აბონენტს. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა“, – აცხადებენ კომპანიაში.