IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია.
IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი: “კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკისაუცილებლობა” მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდისგამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებს და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მიდგომას.
IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. კერძოდ, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდურიგამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს.
საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენად სახელდება პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, მათ შორის, „ევრაზიისინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.
IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრში და საქართველოს ეკლესიისკონსერვატიული ფრთაში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, IDFI-ის აზრით, კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში; მთავრობამ შეიმუშავოსპროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთპრიორიტეტულ მიმართულებად; საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი; საჭიროაერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურიგამჭვირვალობის სტანდარტები; საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგბრძოლაში.