სევდია უგრეხელიძე ეკოლოგიის სამსახურის რეორგანიზაციის საკითხში რამდენიმე ორგანიზაციის ჩართვას მოითხოვს

0
710

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის საკითხში ამ თემით დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვას მოითხოვს.

მისივე თქმით, „პარტიზანული მებაღეობის“, „მწვანე მუშტის“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა იდეაც იყო ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია, ამ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. სევდია უგრეხელიძე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდება, ვინ იქნება ჩართული ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროცესში.

„ამ თემაზე მომუშავე ადამიანები ითხოვენ, რომ სამსახურის რეორგანიზაციის პროცესში ჩართონ. როგორც ჩანს, მათ აქვთ იდეები. რა პრინციპია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ რთავენ ამ პროცესებში?  ამასთან დაკავშირებით საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე კითხვას დავსვამ. მაინტერესებს, რეორგანიზაციის პროცესში თუ არიან ჩართული საკრებულოს წარმომადგენლები და ზოგადად ვინ მონაწილეობს. ორი დღეა თბილისის მერისგან გვესმის, რომ სამსახურის რეორგანიზაციაზე სხდომები ტარდება და მუშაობენ“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here