ბარათაშვილის ხიდთან ავარია მოხდა

0
950

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.  ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი პირი სხეულის საშუალო დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომაციით , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ანექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.