დღეს “ბათუმობა 2016” გაიხსნება

0
691

3 სექტემბერს, ზღვისპირა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,ბათუმობა 2016“ გაიმართება. დღესასწაული მემედ აბაშიძისგამზირზე საზეიმოდ გაიხსნება და ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს. დაგეგმილია არაერთი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება. მემედ აბაშიძის გამზირზეგაიმართება ფოტოკონკურსები, ფოტოგამოფენები,  ხელნაკეთი ნივთებისა და კულინარიული გამოფენები, წიგნების გამოფენა-გაყიდვა. საღამოს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ქართველმსახიობებსა და მომღერლებს „ბათუმურ შეხვედრებზე“ უმასპინძლებს. 6 მაისის პარკის კოლონადებთან საბავშვო კონცერტები გაიმართება.

ბათუმობის სახალხო დღესასწაული ანბანის კოშკთან გალა-კონცერტით დასრულდება. “ბათუმობა 2016” ოფიციალური გახსნის ღონისძიება 11:30 საათზე დაიწყება. როგორც ბათუმისმერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დამეგობრებული ქალაქებიდან ბათუმში მყოფი სტუმრები კულტურულ ღონისძიებებს დაესწრებიან და ზღვისპირაქალაქის ღირსშესანიშნაობებს ნახავენ.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here