ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას განცხადებით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, უმეტესად იქნება ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსი იქნება, თბილისში – 26 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში დღეს მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-34 გრადუსი იქნება.
შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონში არამდგრადი, ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში იწვიმებს საღამოს და ღამის საათებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა-ელჭექით დღისითაც არის მოსალოდნელი. საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, თბილისში – 27-29 გრადუსი.