ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

0
784

ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად  დაჭრილი ადვოკატის ზაქარია ჩიბუხაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ ინფომაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს

მათივე ინფორმაციით, ზაქარია ჩიბუხაშვილს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაჭრილ ადვოკატს ოპერაცია კიდევ დასჭირდება თუ არა.

ზაქარია ჩიბუხაშვილს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა მარცხენა მკერდის არეში.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე გუშინ მოხდა. ცეცხლი ორ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთიდა დაჭრილია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here