საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება

0
1225

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრას სლოვაკეთთან გამართავს.

საქართველოს ნაკრები შეხვედრას სტუმრად ბრატისლავაში ჩაატარებს.
სლოვაკეთი-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ილიას ზუროსის გუნდი მომავალი მატჩისთვის ბრატისლავაში ორი დღეა ემზადება. 2 სექტემბერს კი ქართველმა კალათბურთელებმა “ჰანტ არენაზე” ბოლო ვარჯიში გამართეს. სლოვაკეთის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს ჩვენინაკრების ამერიკელი ლეგიონერი მაიკლ დიქსონი, რომელმაც ალბანეთთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ალბანეთს 86:47 მოუგო, სლოვაკეთი კი სტუმრად მონტენეგროსთან 65:97 დამარცხდა. დღესვე მოგვიანებით, ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთი ტირანაში მონტენეგროსუმასპინძლებს.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here