ფიქრია ჩიხრაძე – მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული, მრავალფეროვანი იქნება

0
815

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ პარტიებს მოუწოდა –  პრეზიდენტის სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ, უფრო აქტიურად მივიდნენ ამომრჩეველთან, –

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გამოწვევა იყო ამომრჩევლის ნიჰილისტური განწყობა და ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა.

”სწორედ ამან განაპირობა საპრეზიდენტო კამპანიის წარმოება ამომრჩევლის გააქტიურების კუთხით. ახალგაზრდები საზაფხულო სკოლების ფარგლებში ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში. ყველა რეგიონში შეხვდნენ ამომრჩეველს. ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველო მოვიარეთ უკვე. დღეს ძალიან ცხადად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველს აღარ უნდა შავ-თეთრი არჩევანი, რომ ამომრჩეველი განწყობილია მრავალფეროვანი არჩევანისთვის, ამომრჩეველს მოსწყინდა რადიკალურ დაპირისპირებაში ჩაკეტილი, შეზღუდული არჩევანი. შესაძლოა, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ხელს აძლევდეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ამომრჩევლის ინტერესში. სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვან იმედს იძლევა, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ დღეს ამომრჩეველი ელოდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. პრეზიდენტის სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომ მათ იაქტიურონ, უფრო აქტიურად მივიდნენ ამომრჩეველთან. ამომრჩეველი ელოდება მათ რეალურ შეთავაზებებს, რეალურ გზავნილებს, პრობლემების გადაჭრის გზებს. ამ გადასახედიდან, შეიძლება იმედიანად ითქვას,  რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, მრავალფეროვანი და ეს ძალიან წაადგება ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here