ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშნები მოეწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფომაციით, მონტაჟის სამუშაოები ქალაქის მთავარ ქუჩაზე სამ ადგილას ჩატარდა. როგორც გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, შუქნიშნები აუცილებლობასწარმოადგენდა №3 და №6 საჯარო სკოლებთან და ჩარხისწყლის ხიდთან არსებულ გზაჯვარედინთან.
გამგებლის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითების გადაადგილება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა, შუქნიშნის მეშვეობით, კი დღეს მოძრაობა უკვე საგზაოწესების მიხედვით რეგულირდება. მისივე ინფორმაციით, ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, რომლებიც გამოყენებული იქნა სამუშაოების შესასრულებლად შეესაბამება მაღალ სტანდარტებს.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 74 999 ლარი გაიხარჯა.