მინისტრები ”რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

0
630

მინისტრთა კაბინეტის წევრები სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გავრცელებულ დოკუმენტზე კომენტირებისას აღნიშნა, ნებისმიერ საქმეში, ახალი მტკიცებულებები გათვალისწინებული უნდა იყოს.

”რუსთავი 2”-ის იქნება თუ ნებისმიერი სხვა საქმე, თუ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება, ვფიქრობ, ეს შემდგომ ეტაპებზე სასამართლოს საშუალებას მისცემს, რომ გაითვალისწინოს. რაც არ ჰქონდათ აქამდე, ბუნებრივია, იმას ვერ გაითვალისწინებდნენ, თან ეს არის, ასე ვთქვათ, საკუთრებრივი დავა, თუმცა მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, ეს ახალი მტკიცებულებები შემოწმებული იქნება და გათვალისწინებული მომავალში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

”პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, რომ ძირითადი ინსტიტუტები ფუნქციონირებდნენ დამოუკიდებლად, იღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ეს არის სასამართლოს მისაღები გადაწყვეტილება და მე ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

”რუსთავი 2”-მა დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც, მათი თქმით, მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ”რუსთავი 2” არასდროს ყოფილა.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.

 

ხელშეკრულების აუთენტურობას ადასტურებს ირაკლი ოქრუაშვილი. ის აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

”ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა, ამ შემთხვევაში ”რუსთავი 2”-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ”, – განუცხადა ოქრუაშვილმა ”რუსთავი 2”-ს.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here