WELT – თურქეთის ხელისუფლება უკან დაიხევს

0
765

თურქეთის ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის საკითხში  უკან დაიხევს. ევროსაბჭოს კიდევ 2 თვით  გაუხანგრძლივა ვადა. ამის შესახებ ინფომაციას გერმანული გაზეთი Welt am Sonntag- ი ავრცელებს.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, როგორც გაზეთი Welt am Sonntag-ი თურქეთის ხელისუფელბის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, თურქეთის ხელისუფელბა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირთან დათმობაზე წასასვლელად მზად არის. გაზეთის მტკიცებით, თურქეთის მთავრობა, თურქეთისთვის ოქტომბრის  ბოლომდე  ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას დაჟინებით აღარ მოითხოვს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ  ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხის ნოემბრამდე ან და დეკემბრამდე გადაავადება თურქეთის მთავრობისთვის პრობლემა არ იქნება.″ თუმცა, თურქეთის მთავრობა ხაზგასმით აღინიშნავს, რომ წლის ბოლომდე სავიზო რეჟიმი აუცილებლად აღიარებული იქნება.

შეგახსენებთ, მარტში თურქეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, თურქეთმა თავისი ტერიტორიიდან საბერძნეთში გადასული მიგრანტები უკან უნდა მიიღოს. ევროკავშირი, თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ მიგრანტებს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, ხოლო თურქეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება ექნებათ. ევროკავშირი, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად თურქეთს 72-ე კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს. შეუსრელებელ კრიტერიუმებს შორის ყველაზე სადავო ანტიტერორისტული კანონის რეფორმირებაა. თურქეთის მთავრობა ამის წინააღმდეგია. ევროპარლამენტმა კი განაცხადა, რომ თუ თურქეთი 5 კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, ვიზალიბერალიზაციის საკითხი მაშინ დადგება დღის წესრიგში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here