თურქი ჟურნალისტის მეუღლისთვის პასპორტის ჩამორთმევა მწერალთა საერთაშორისო კავშირმა გააკრიტიკა

0
804

მწერალთა საერთაშორისო კავშირში – PEN – ეროპორტში თურქი ჟურნალისტის ჯან დუნდარის მეუღლისთვის პასპორტის ჩამორთმევის შესახებ განცხადება გააკეთეს, სადაც ნათქვამია, რომ ″ყოველივე ეს მიღებული უკიდურესად სასტიკი ზომების ანარეკლია.″

გაზეთ Cumhuriyet-ის ყოფილი რედაქტორის ჯან დუნდარის მეუღლეს, დილექ დუნდარს წინა დღეს  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამგზავრების წინ პასპორტის გაუქმების მოტივით გაფრენის საშუალება არ მიეცა.

გაზეთ Cumhuriyet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მწერალთა კავშირმა PEN-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე, PEN-ის საერთშორისო დირექტორის კარლეს ტორნერის განცხადება გამოაქვეყნა.

″ეს გადაწყვეტილება, თურქეთში იმ პირების რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს მათი ახლობლებისა და პარტნიორების მიმართ, საგანგებო მდგომარეობის სახელწოდებით მიღებული უკიდურესად სასტიკი ზომების შედეგია. ეს აგრეთვე იმის მაგალითია, რომ თურქეთის ხელისუფლება უგუნურად ცდილობს ამ საკითხში იმ პირების ოჯახის წევრები ჩაითრიოს რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს. ეს დღეს, თურქეთისთვის მართლაც რომ შავი დღეა.

ჩვენ თურქეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დილექ დუნდარს სამგზავრო დოკუმენტები უკან დაუბრუნოს და თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.″-ნათქვამია განცხადებაში.

გაზეთი ასევე ჯან დუნდარის განცხადებასაც უთმობს ადგილს: ″ეს მოვლენა, თურქეთში საგანგებო მდგომარეობის საბაბით განხორციელებული ავტორიტარული მმართველობის შესანიშნავი მაგალითია. ახალი კანონმდებლობით, თუ ვინმეს სასამართლოში უჩივლეს, მაშინ მისი ოჯახის წევრებსაც როგორც დამნაშავეს ისე ეპყრობიან.″-წერს ჯან დუნდარი.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here