WEG-ი სემეკის ენგურჰესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება

0
1128

 ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) სემეკის  განცხადებას ეხმაურება, რომელიც ენგურჰესისთვის 2017 წლის ტარიფის დადგენის შესახებ მსჯელობის დაწყებას შეეხება.

გთავაზობთ ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ განცხადებას:

”ენგური/ვარდნილის კასკადის გამომუშავება საქართველოს ჰიდროგენერაციის თითქმის ნახევარს წარმოადგენს და ენერგოსისტემის სტაბილობისთვის უმნიშვნელოვანესი სადგურია.ამასთან, ენგურჰესის სამანქანო დარბაზი და ქვესადგური რუსეთის მიერ კონტროლირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ენგურჰესზე ჩვენი ენერგოსისტემისდამოკიდებულება საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ფრთხილი, გათვლილი და პრაგმატული მიდგომა ესაჭიროება.

ენგური/ვარდილის კასკადის გამომუშავების სულ უფრო და უფრო დიდი წილი უფასოდ მიეწოდება აფხაზეთს. უფრო მეტიც, ზამთარში საქართველოს უწევს იმპორტის წარმოება,იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს აფხაზეთის პრაქტიკულად შეუზღუდავი მოხმარება, რაც 2010 წლიდან 30%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად ირღვევა შეთანხმება, რომლისმიხედვითაც  ენგურჰესის გამომუშავება უნდა განაწილდეს 40/60 პრინციპით აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ტარიფის დადგენისას, ალბათ, გათვალისწინებული უნდაიქნას ის ფაქტიც, რომ მისი გადამხდელები მხოლოდ არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა და ორგანიზაციები არიან, ან მოიძებნოს შესაძლებლობა დაფიციტის სხვა წყაროებიდანდაფარვისათვის.

ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასი ყველა სხვა სადგურის  ფასზე ნაკლებია. მისი გადანაწილებით მიიღწევა გამანაწილებელი კომპანიებისათვის ელექტროენერგიისსაბითუმო შესყიდვის მეტ-ნაკლებად თანაბარი ღირებულება. ენგურჰესის დღეს მოქმედი ტარიფი 2008 წელს დადგინდა და მას შემდეგ არ შეცვლილა, მიუხედავად ჰესისსარეაბილიტაციო საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციებისა და  მაკროეკონომიკური თუ პოლიტიკური ცვლილებებისა.

სპეციალისტების აზრით, ენგურჰესის მოქმედი ტარიფი არ ასახავს მისი სრულფასოვანი ოპერირების და შეკეთების ღირებულებას. მაგალითად, მასში არ შედის 15 კილომეტრიანისადაწნეო გვირაბის შეკეთების, ასევე წყალსაცავში არსებული დანალექი ნატანისგან გაწმენდის ღირებულება, რაც მრავალ მილიონ დოლარს მოითხოვს. ეს სამუშაო აუცილებლად დასასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, იმისათვის, რომ ავიცილოთ გვირაბიდან წყლის კარგვა (ინფილტრაცია), შევამციროთ მთელი კომპლექსის  დაზიანების საფრთხე და აღვადგინოთ მისისაიმედოობა.

წინასწარ გამოცხადება, რომ „ენგურჰესისთვის” 2017 წლის ტარიფის დადგენის პროცესი ტარიფის მატებას არ გულისხმობს“ შეიძლება მოასწავებდეს იმას, რომ  ენგურჰესისრეაბილიტაციის ხარჯებს მთლიანად ბიუჯეტი გაიღებს (სხვა სოციალური და განვითარების პროგრამების ხარჯზე), და  იმას, რომ სემეკი კვლავ პოლიტიკური გავლენის ქვეშ რჩება,დამოუკიდებელ ეკონომიკურ რეგულირებას ვერ ახდენს და ერიდება ტარიფების ობიექტური სიდიდის დადგენას”,- ნათქვამია   WEG-ის განცხადებაში.