ახალი სამაგისტრო პროგრამა

0
699

საქართველოში პირველად შეიქმნა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით სამაგისტრო პროგრამა „გარემოს დაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა” არის ქვეყნის განათლების სისტემისათვის ახალი მიმართულება, რომლის უმთავრესი მიზანია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება.

„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა. გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით ეს არის პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით. GIZ-ი აფინანსებს 90%-მდე აღნიშნული პროგრამის საფასურს. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here