საარჩევნოდ, საერთაშორისო მედიაცენტრი იქმნება

0
762

წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების პერიოდის კარგი გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება, – აღნიშნული საკითხის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძეს სთხოვა.

პრემიერის თქმით, გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

„უმნიშვნელოვანესია, წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, კომფორტულად იმუშაოს, კარგად გაშუქდეს წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნები. ჩვენი სურვილია, ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ მაქსიმალურად კარგი პირობები იმისთვის, რათა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here