საქართველოს დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა

0
622

7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო (NAC) ეწვევა.

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებისგან დაკომპლექტებულ დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი  უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში 8 სექტემბერს ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და სტუდენტების კითხვებს უპასუხებს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში იქნება რიგით მეოთხე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here