თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის აქიფ ჩაღათაი ქილიჩის გერმანულ Deutsche Well-ს გადაცემა Conflict Zone-ის მიცემული ინტერვიუს ჩანაწერები სამინისტრომ ჩამოართვა.
მიშელ ფრიდმანის მიერ ანკარაში ჩაწერილი ინტერვიუ მინისტრის ბრძანებით ჩამოართვეს. Deutsche Well-მ მინისტრი 5 სექტემბერს ჩაწერა, ინტერვიუს თემების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა.
ფრიდმანმა, მინისტრს ივლისში ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის, გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული მასობრივი გათავისუფლებისა და დაპატიმრებების, თურქული პრესის მდგომარეობასა და თურქულ საზოგადოებაში ქალის როლის შესახებ კითხვები დაუსვა. ასევე ინტერვიუს ჩაწერის დროს აქიფ ჩაღათაი ქილიჩს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ ერდოღანის მოსაზრების განნმარტებაც თხოვეს.
მინისტრი ინტერვიუს დასრულებისთანავე მიშელ ფრიდმანს დაემშვიდობა. მინისტრის ოთახიდან გასვლის შემდეგ სამინისტროს სპიკერმა Deutsche Well-ს განუცხადა, რომ ინტერვიუს ვერ გამოაქვეყნებდნენ. ფრიდმანმა და მისმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს რის შემდეგაც ტელევიზიისთვის მომზადებული ჩანაწერები სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა ჩამოართვეს. Deutsche Well-ს ჯგუფს განუცხადეს, რომ თუ ვიდეოფირს არ გადასცემდნენ სამინისტროს შენობიდან გასვლას ვერ შეძლებდნენ.
Deutsche Well-ს გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა, თურქეთის ოფიციალური პირების ეს ქმედება მკაცრად დაგმო.
″ამით კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, რომ თურქეთში თავისუფალი პრესის უფლებები ირღვევა. აქ რაც მოხდა თურქეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ძალის გამოყენებას ნიშნავს. ყოველივე ამას კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მინისტრის მიერ საკუთარი ნებით ინტერვიუს მიცემის შემდეგ, ამგვარი ქმედებით მისი გამოქვეყნების შეზღუდვის მცდელობა, მხოლოდ იმიტომ რომ მინისტრს კითხვები არ მოეწონა მიუღებელია. თურქული მხრიდან ვიდეოფირის დაუყონებლივ დაბრუნებას მოვითხოვთ. სამართლებრივად რისი გაკეთებაც შესაძლებელი იქნება ყველაფერს გავაკეთებთ.″-განაცხადა ფრიდმანმა.