იენს სტოლტენბერგი – მომავალი არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს

0
757

მომავალი არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 „როგორც ნატო-ს წევრობის მსურველი ქვეყანა, საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს ნატო-ში გაწევრიანების დემოკრატიულ სტანდარტებს და აქ მიღწეულია მდგრადი პროგრესი წლების განმავლობაში. ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღირებულებაზე დაფუძნებული საზოგადოება. ნატო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობასა და სხვა დემოკრატიულ პრინციპებს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here