იენს სტოლტენბერგი – რაც უფრო წარმატებით მოახდენთ ქვეყნის მოდერნიზაციას, მით უფრო წარმატებით იმოძრავებთ ნატო-ს წევრობისკენ

0
666

რაც უფრო წარმატებით მოახდენთ ქვეყნის მოდერნიზაციას, მით უფრო წარმატებით იმოძრავებთ ნატო-ს წევრობისკენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა არის ის მაქსიმუმი, რასაც საქართველო შეიძლება ელოდოს მომავალი სამიტისგან.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, დაწყებულია მზადება ბრიუსელის სამიტისთვის, თუმცა ჯერ ვადები არ არის განსაზღვრული.

”ვარშავის სამიტი სულ ახლახანს დამთავრდა და ვერ მოგახსენებთ მომავალი სამიტის შედეგებს, რადგან ის ჯერ მომზადების ფაზაშია, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ, რაც უფორ მეტ რეფორმებს ახორციელებს საქართველო და აღწევს, მით უფრო მეტ, საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვიხილავთ მომავალ სამიტზე. გუშინ და დღეს რამდენჯერმე გავაჟღერე, რომ მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უკავშირდება ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, პროგნოზირებად და კარგ ურთიერთობებს, უცხოურ კომპანიებთან ბიზნესგარემოს შექმნას – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. რაც უფრო წარმატებით მოახდენთ ქვეყნის მოდერნიზაციას, მით უფრო წარმატებით იმოძრავებთ ნატო-ს წევრობისკენ. ჩემი ძლიერი პოზიცია და გზავნილი გახლავთ თქვენი მიმართულებით – გააგრძელეთ ის, რასაც ახორციელებთ რეფორმების გატარების თვალსაზრისით, რაც მოიტანს სარგებელს არა მხოლოდ ნატო-ში გაწევრიანების, არამედ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისითაც”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here