ლევან იზორია – ჩვენი სტრატეგიული არჩევანია ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა

0
1030

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფომაციით, კონფერენციაზესიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ვარშავის სამიტის შედეგები შეაჯამა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენი სტრატეგიული არჩევანია ვიყოთ ნატოს წევრი ქვეყანა. ეს არჩევანი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემის ნაწილი. ეს არის საქართველოში მყოფი თითოეული ადამიანის ღირსეულიარსებობის საფუძველი. თანამედროვე დასავლურმა ცივილიზაციამ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნით უზრუნველყო ამ ქვეყნების მოქალაქეების ღირსეული არსებობა. სწორედ ამიტომ, ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენიეროვნული თვითრეალიზაციის პროცესი. ეს არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ამ უსაფრთხოების წესებზე დაფუძნებულ უსაფრთხოების სისტემაში გაწევრიანებასთან. ევროპის გლობალური უსაფრთხოების სტრატეგიაში ცალსახად არისგაწერილი იმის მნიშვნელობა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ნატოს გაფართოების პოლიტიკა. იმ გამოწვევებმა, რომლის წინაშეც ევროპა დღეს დგას მოწმობს ერთს, რომ თუ მეზობელია უსაფრთხოდ, თუ მეზობელ ქვეყანაში არის დემოკრატიულიგანვითარება მაშინ ეს უსაფრთხოება ევროპაშიც უზრუნველყოფილია,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერებთან ერთად კონფერენციას ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები და საქართველოს ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. საერთაშორისოკონფერენცია ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დახურა.

„მე სრულად მესმის საქართველოს მისწრაფების, იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც ნორვეგია და ბევრი სხვა ქვეყანაა. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ნატო საქართველოს წავიდეს წინ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. იგივეს ვიტყვისაქართველოსთან მიმართებაში, რაც ავღნიშნე ვარშავის სამიტზე – დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელებაში. საქართველოსთვის ჩემი მთავარი რჩევაა გააგრძელოს ყველა რეფორმა. ჩვენ უკვე ვნახეთ მართლაც სათანადოდ გატარებულირეფორმები, დიდი პროგრესი თავდაცვისა და უსაფრთხოების, საარჩევნო თუ კონსტიტუციური რეფორმირების გზაზე. მთავარი საკითხი სამართლებრივი კუთხით რეფორმირებაა. ჩემი მთავარი რჩევაა საქართველომ კვლავ გააგრძელოს რეფორმირებისპროცესი. ნატოსთვის ფუნდამენტურად პრინციპულია, რომ ყველა სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თვითონ აირჩიოს კურსი, მათ შორის თუ რა უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ სურს მას გაწევრიანება. ეს ყველა დამოუკიდებელი დასუვერენული სახელწმიფოს ფუნდამენტური უფლებაა. გახდება თუ არა საქართველო ალიანსის წევრი – ეს მხოლოდ ნატოს 29 წევრი ქვეყნისა და საქართველოს გადასაწყვეტია,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

,,თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ გამოცდილი ლიდერები პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო-ატლანტიკური გაერთიანებიდან. ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს ვარშავის სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინადა მოლდოვა და სხა ფრონტისპირა ქვეყნები. კონფერენციაზე ისეთ საკითხებზე ისაუბრებენ როგორიცაა, საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში, დემოკრატია საფრთხის ქვეშ დარეგიონული პერსპექტივა, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, რუსეთის საფრთხე და ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები.” – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 

ორდღიანი კონფერენციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება.