The Washington Post – სირიის საკითხზე რუსეთთან შეთანხმების მიღწევის საქმეში აშშ-ის ხელისუფლების მოთმინება იწურება

0
754

სირიის საკითხზე რუსეთთან შეთანხმების მიღწევის საქმეში აშშ-ის ხელისუფლების მოთმინება იწურება.

 „ბოლო შემოთავაზება“ რუსული მხარისთვის ჩინეთში გამართულ, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე გაკეთდა.

ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 ამერიკული მხარის შეთავაზებით, კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლი უნდა შეწყვიტოს და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი და სტაბილური მიწოდება.

 ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, რის შემდეგაც აშშ და რუსეთი ტერიტორისტების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციას დაიწყებენ, რომელშიც სირიული ავიაცია მონაწილეობას ვერ მიიღებს.

 The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ მოსკოვმა აღნიშნულ შემოთავაზებასთან დაკავშირებით  გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here