ადვოკატი – ტერაქტის მოწყობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ვლადიმერ რუხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

0
734

ტერაქტის მოწყობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ვლადიმერ რუხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ბრალდებული უკვე მე-18 დღეა რაც შიმშილობს. ვლადიმერ რუხაძის ადვოკატის განცხადებით, ნინო მახარაძემ განუცხადა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულს ხშირად გადასხმებს უკეთებენ.

მისივე თქმით, ბრალდებული შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

”წნევა აქვს დაბალი. უკეთებენ გადასხმებს. შედიან ფსიქოლოგები და კონსულტაციას უწევენ. ეუბნებიან, შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ არ წყვეტს. სუსტადაა, თუმცა ამის მიუხედავად საუბარი შეუძლია. მუდმივად ექიმების კონტროლის ქვეშაა”, – განაცხადა ნინო მახარაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 აგვისტოს საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებააღკვეთეს.

ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავედანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულები არიან: ბექა ბექაური, ვლადიმერ რუხაძე, მინდია ვაშაყმაძე, ჯაბა მელქაძე და ნური ჭკადუა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზედაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი საქართველოს – მოქალაქე ირაკლი ბაღიშვილი.

საქმეზე ბრალდებულმა ვლადიმერ რუხაძემ შიმშილობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემდეგ გამოაცხადა.

                                              

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here