აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატისთვის 15 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს

0
649

აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატისთვის 15 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარტიული სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა, მათ შორისაა 11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი.

აჭარის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად შემდეგი პარტიები იბრძოლებენ:

  1. “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“;
  2. “დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”;
  3. “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“;
  4. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;“
  5. საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“
  6. “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია;“
  7. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“
  8. ”ეროვნული ფორუმი;”
  9. საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია;“
  10. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“
  11. ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;”
  12. საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის;“
  13. „მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს;“
  14. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო;“
  15. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის.“

უსკო-ს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10-დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს 3 დღე ექნებათ.

უსკო-ში რეგისტრირებულმა ხუთმა პარტიამ არ წარმოადგინა პარტიული სიები, რის გამოც მათ რეგისტრაცია გაუუქმდებათ. პარტიული სია არ წარმოადგინეს შემდეგმა საარჩევნო სუბიეტებმა:

  1. „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო;“
  2. „საქართველო;“
  3. “კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – „მემარცხენე ალიანსი”
  4. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი;“
  5. “სახალხო ხელისუფლება.”

უსკო-ს თავდაპირველად უპრეცენდენტო რაოდენობის პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა და პირველ ეტაპზე 28 პოლიტიკური სუბიექტი დარეგისტრირდა. მათგან ნაწილი საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმების დროს გაეთიშა პროცესს, პარტიების ნაწილი ბლოკებად გაერთიანდა, ნაწილმა კი საარჩევნო სია აღარ წარადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება.

 

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here