აშშ-მ და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა შეიმუშავეს

0
730

აშშ-მ და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა შეიმუშავეს. მოლაპარაკებები, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდნენ, 12 საათს გაგრძელდა.

ჯონ კერის განცხადებით, გეგმის შესრულების შემთხვევაში, სირიაში მიმდინარე კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი  დადგება.

მიღწეული შეთანხმებით, 12 სექტემბრიდან სირიის კონფლიქტში ჩართულმა ყველა მხარემ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს. 7 დღის შემდეგ შეიქმნება სპეციალური ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ე.წ. ზომიერ ოპოზიციას.

გარდა ამისა, სირიის მთავრობამ ქვეყნის გარკვეულ რაიონებზე ავიადარტყმების მიტანა უნდა შეწყვიტოს, ხოლო ოპოზიციამ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაზე უარი უნდა თქვას.

ამერიკული და რუსული მხარეების ცნობით, სირიის მთავრობა და ოპოზიცია თანახმა არიან, აღნიშნული გეგმა შეასრულონ.

თავის მხრივ, გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე მისტურამ განაცხადა, რომ გაერო კონფლიქტში ჩართულ მხარეებს  გეგმის შესრულებაში ხელს შეუწყობს და სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში მიიღებს მონაწილეობას.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here