ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილს და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ

0
795

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დღეს წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ირინაიმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე  გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს ჩაანაცვლებენ. გიორგი პაპუაშვილი და კონსტანტინე ვარძელაშვილი  თავის დროზეპრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნულები.

გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 30 სექტემბერს ეწურებათ.  30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ორმოსამართლეს გასდის უფლებამოსილების ვადა, ესენი არიან პირველი კოლეგიის მოსამართლე, სასამართლოს მდივანი ქეთევან ერემაძე და მეორე კოლეგიის მოსამართლე ოთარ სიჭინავა.

ქეთევან ირემაძე 10 წლის წინ პარლამენტმა აირჩია, ხოლო ოთარ სიჭინავა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დღეს დანიშნა.

ახალი ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ხდება სასამართლოს წევრი მოსამართლეების მიერ.

 

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here