ფეთჰულაჰ გიულენი: ერდოღნი ჩემზე და ჩემს მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენდა რათა საპრეზიდენტო სისტემისთვის მხარი დაგვეჭირა

0
768

″ერდოღანი ჩემი და მოძრაობა Hizmet-ის მიმდევრების მიმართ ზეწოლა ახდენდა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო სისტემისთვის მხარი დაგვეჭირა″, – ამის შესახებ განცხადება ფეთჰულაჰ გიულენმა ვაშინგტონის გავლენიან გამოცემა Politico-სთან გააკეთა.

გიულენმა Politico-სთან, მოძრაობა Hizmet-ის სამართლიანობისა და განვითრების პარტიასა (AKP) და ერდოღანის ურთიერთობებზეც ისაუბრა.

″ბევრი დამკვირვებელი ჩვენს ურთიერთობას როგორც ალიანსი ისე აღწერდა, მაგრამ სინამდვილეში არც ისე ახლოს ვიყავით. მე მას ორჯერ ან სამჯერ შევხვდი, ყველა შეხვედრა არჩევნების წინ შედგა. ერდოღანის პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღო, აქ ვიყავი ამიტომ ხმა ვერ მივეცი, მაგრამ მოძრაობა Hizmet-ის მომხრეებმა თან მედიის საშუალებით მხარი დაუჭირეს, თან არჩევნების დროს მის პარტიას მისცეს ხმა.″-განაცხადა გიულენმა.

გიულენის მტკიცებით, სამართლიანობისა და განვითრების პარტიის მხარდაჭერის მიზეზი კომპლექსური არ იყო. 2002 წლის არჩევნებში AKP-ის ევროკავშირში გაწევრიანები ძალისხმევას, დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შესახებ გაცემულ დაპირებებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.

″2011 წლის არჩევნებშიც მმართველი პარტია ახალი კონსტიტუციით, დემოკრატიის წინააღმდეგ სამხედრო წნეხის გაუქმებას ცდილობდა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ადრე განხორციელებული ყველა დემოკრატიული რეფორმის საპირისპიროდ ქმედება დაიწყეს.″-აღნიშნა გიულენმა.

მისივე თქმით, მას და მის მომხრეებს საზღაურის გადახდა მოუწიათ ამის გამო არ ნანობს.

″ერდოღანი ჩემი და მოძრაობა Hizmet-ის მიმდევრების მიმართ ზეწოლა ახდენდა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო სისტემისთვის მხარი დაგვეჭირა. თუ ჩენ მის ამ მოთხოვნას დავეთანხმებოდით და მისი ერთგული ვიქნებოდით, მაშინ თურქეთის ხელისუფლება ყველანაირად დაგვეხმარებოდა.″-განაცხადა ფეთჰულაჰ გიულენმა.

გიულენმა, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ″სიგიჟე″ უწოდა და დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ″მსოფლიო ლიდერები კუდიანებზე ნადირობის წინააღმდეგ საჭირო ზომებს თუ არ მიიღებენ,  მტკიცე პოზიციას თუ არ დააფიქსირებენ, თურქეთში პრეზიდენტის შემაჩერებელი შიდა დინამიკა არ არსებობს.″ – აცხადებს გიულენი.

წყარო: http://www.politico.eu/article/fethullah-gulen-full-interview-politico-turkey-coup-erdogan/

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here