შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

0
988
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მოქალაქე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა და იმუქრებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. პოლიციელებმა მოქალაქეს სიმშვიდისა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს და მისი განიარაღება სცადეს. იგი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და უბნის ინსპექტორ გია ბერიძეს ცივი იარაღით ხელის არეში დაზიანება მიაყენა.

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ვ.მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება სსკ–ს 353–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.