ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი “Georgia International Maritime Forum 2016”-ი მიმდინარეობს

0
2230

ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი “Georgia International Maritime Forum 2016”-ი მიმდინარეობს. ფორუმი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟითა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართეს. ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა. საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2 წელიწადში ერთხელ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით. ამასთან ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველო გახდეს საერთაშორისო საზღვაო, სანაოსნო და საფინანსო ინსტიტუტების თავშეყრის ადგილი, რომლებიც განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა გემების კომერციული ოპერირება, ტექნიკური რეგულირება და ზღვის გარემოსდაცვითი სტანდარტები. ფორუმს ესწრებიან მაღალი დონის სტუმრები შავი და კასპიის ზღვების სანაპირო სახელმწიფოებიდან, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები. ასევე, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, მალტის, კვიპროსის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ჩინეთის, სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრები, ასევე ევროკომისრები გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საკითხებში. საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები და საერთაშორისო მედია. ფორუმის ფარგლებში ბათუმის დეკლარაციას მიიღებენ.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here