დავით უსუფაშვილი „ოცნების“ ლიდერებს – თუ სხვა ვერაფერ ნაკლს მიძებნით, გამოდით და ასე თქვით ბატონებო

0
767

მინდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილს „თითი თითზე არ დაუდია“.

უსუფაშვილის თქმით, გუშინ კვლავ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და ორმაგად სამწუხაროა, რომ ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

”მე ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ იგი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ჩვენ, პოლიტიკოსებმა შეიძლება ბევრი რამ ვარგოთ ქვეყანას, მაგრამ შეიძლება ვავნოთ კიდეც და ქვეყნისთვის ვნების ყველაზე მოკლე გზაა, როცა ჩვენი სიტყვები უფასურდება. მე არ მინდა, რომ პოლიტიკოსების და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხებოდა კონკრეტულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მის მუშაობას, მისი მუშაობის პროცესში ჩემი რა „რესბუპლიკელების“ წვლილს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითი თითზე არ დაგვიდია და თურმე ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. მე ძნელად წარმომიდგენია, უფრო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. მე მინდა მივმართო ოპონენტებს, ამ შემთხვევაში ”ქართული ოცნების” ლიდერებს, ვიკამათოთ და ნუ გვექნება ყველაფერი აგებული სიცრუეზე და თუ სხვა ვერაფერს მიძებნით ნაკლს, მაშინ გამოდით და ასე თქვით ბატონებო”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი უკვე ოთხი წელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეა და თითი თითზე არ დაუდია.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here